პროექტის თემა | ნაგავი ჩვენს გარშემო |
პროექტის მთავარი იდეა | · პროექტის განმავლობაში მოსწავლეები ისწავლიან მთავარი პრობლემებისა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენას, · ჯგუფურ მუშაობას · ალტერნატიული ვარიანტებიდან სასურველის არჩევა |
ნაბიჯი 1 | მოსწავლეები გონებრივი იერიშის მეთოდიდ ასახელებენ მათთვის საინტერესო, აქტუალურ თემებს და პრობლემებს, რომლებიც დაფაზე იწერება. საინტერესო თემები, მაგალითად; ოკეანეები, ვულკანები, მგლები და სხვა. აქტუალური პრობლემები: ნაგავი ჩვენს გარშემო, გლობალური დათბობა, გამონაბოლქვი და სვხა. |
ნაბიჯი 2 | მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები ირჩევენ ყველაზე საინტერესო თემას. ამ მიზნით შესაძლებელია არჩევნების მოწყობა. საბოლოოდ აირჩევა ერთი თემა, მაგალითად ნაგავი ჩვენს გარშემო და მოსწავლეები გააგრძელებენ ამ თემაზე მუშაობას. |
ნაბიჯი 3 | მოსწავლეები აკონკრეტებენ თემას და იღებენ საბოლოო გადაწყვეტიებას საბოლოო თემის შესარჩევად. ამის შემდეგ იწყება მთავარი თემის დაიწროვება და ჩამოიწერება რამოდენიმე საინტერესო შეკითხვა, მაგალითად; ”რა იწვევს დანაგვიანებას”, ”რა ზიანი მოაქვს დანაგვიანებულ გარემოს”, როგორ შეიძლება აღმოვფხვრათ ეს პრობლემა”, ”რა ვუყოთ უსარგებლოდ გადაყრილ საგნებს”. კითხვების ჩამოწერის შემდეგ მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და ინაწილებენ თემებს და იწყებენ მასზე საინტერესო მასალის შეგროვებას. |
გაკვეთილის მნიშვნელობა / აქტუალობა | პროექტით მიღებული ცოდნა მოსწავლეებს გაუფართოვებს თვალსაწიერს, გარკვეულ წარმოდგენებს შეუქმნის თუ რამხელა ზიანი შეუძლია მიაყენოს დაბინძურებამ გარემოს, და გამოუმუშავდება თვისება, რომ დაიცვას ბუნება და არ დაყაროს ნაგავი. |
მიზნები და შედეგები | · გარემოსადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების გამომუშავება(II9) · მოსწავლემ შეძლოს ბუნებრივ გარემოსა და ადამიანების მიერ შექმნილ ყოფით გარემოს შესახებ საუბარი. · მოსწავლემ შეძლოს სუფთა და დანაგვიანებული აგრემოს გარჩევა. · გამოთქვას მოსაზრება ამ პრობლემის გასაუმჯობესებლად(II.9.2) |
შეფასების საგანი და პროცედურები | დაკვირვების და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება მსჯელობა, გამოვიყენებ განმავითარებელ და განმსაზღვრელ ტიპის შეფასებას.მოსწავლე შეფასდება მოცემულ მასალაზე მუშაობაში და ჩართულობაში. მოსწავლე შეფასდება მოცემული ცხრილის სწორად შევსებაში(განსაზღვრავენ ჩამოთვლილი საგნებიდან რომელია საშისი გარემოსთვის და რომელი უვნებელი) |
წინარე ცოდნა | მასწავლებელი გონებრივი იერიშით დაადგენს მოსწავლეთა არსებული ცოდნის დონეს. პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს მიაწვდის საჭირო ინფორმაციას საინტერესო ვიზუალური დეტალების ჩვენებით, რომელსაც მოსწავლეებს მოაძიებინებს წიგნებში, რითაც გაუღვიძებს ინტერესსა და აუმაღლებს მოტივაციას. მასწავლებელი მოიძიებს და უჩვენებს მოსწავლეებს ფილმს დაბინძურებულ და სუფთა გარემოს შესახებ. მოსწავლეები ნანახიდან გამოიტანენ საკუთარ დასკვნებს. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესუსრსები | ვიზუალური მასალა, ვიდეორგოლები, სლაიდშოუები, ფერადი ილუსტრაციები, საგნები. პრეზენტაციების პროცესსი მასწავლებელი უპირატესობას მიანიჭებს ვიზუალურ მასალას და არა ტექსტურ დატვირთვას. |
სასწავლო პროექტის მსვლელობა | 1. პროექტის წინა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შერჩეული თემის ირგვლივ საუბარი და კითხვების დამუშავება. 2. მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად, მიზნობრივი გადანაწილება მასწვალებლის მიერ, ლიდერის და პრეზენტატორის არჩევა. 3. ჯგუფის წევრებსი მოვალეობების გადანაწილება. კონკრეტული დავალებების მიცემა(ინფრომაციისა და ვიზუალური მასალების მოძიება, ჟურნალებიდან, ინტერნეტიდან, ენციკლოპედიებიდან,) 4. ჯგუფური და თანამშრობლობითი აქტივობებით მასალის თავმოყრა დალაგება საპრეზენტაციოდ. 5. პროექტის პრეზენტაცია ჩატარდება ჯგუფებისათვის გამოყოფილი დროით.(მაგ. 3 წუთი პირველ ჯგუფს) 6. პროექტის შეჯამება მოსწავლეების მიერ. წინასწარ შეთანხმებული შეფასების სისტემით. 7. შეფასება მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისადმი მიცემული ცხრილის შევსების შემდეგ. 8. წლის ბოლოს ექსკურსია ტყეში. |
Monday, December 5, 2011
Subscribe to:
Posts (Atom)